NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო

flickriver.com

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 50% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 39% კი თვლის რომ ეს ცუდი მოვლენა იყო, 11%-მა არ იცის.

რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, 2018 წლის მარტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოსთვის კარგ მოვლენად საბჭოთა კავშირის დაშლას 43% მიიჩნევდა, უარყოფითად 42% აფასებდა, არ იცოდა 14%-მა.  2017 წლსი აპრილში კი, მოსახლეობის 48% ამბობდა, რომ საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 42% კი ამბობდა, რომ ცუდი იყო, არ იცოდა 10%მა.

დასახლების, ასაკისა და სქესის მიხედვით კი მონაცემები შემდეგნაირად გაგანაწილდა:

 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები