NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 90%-ს ვიზალიბერალიზაციით არ უსარგებლია

http://beyondthe.eu/

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 90%-ს ვიზალიბერალიზაციით არ უსარგებლია. 

კითხვაზე, "ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების, 2017 წლის გაზაფხულის შემდეგ, გიმოგზაურიათ, თუ არა ევროპის ე.წ შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში?" 90% პასუხობს, რომ არ უმოგზაურია, 5% პასუხობს, რომ ერთხელ იმოგზაურა, 3% პასუხობს, რომ რამდენჯერმე, ხოლო 2%-მა არ იცის. 

კითხვაზე, "1991 წლიდან დღემდე, გიცხოვრიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა 3 თვის მანძილზე", 73% პასუხობს, რომ არ უცხოვრია, 25% პასუხობს, რომ უცხოვრია, 1%-მა არ იცის, ხოლო 1%-იც კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

იმ 25%-დან, რომელიც ამბობს, რომ 1991 წლიდან დღემდე მას ან მისი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა 3 თვის მანძილზე მაინც უცხოვრია, 33% პასუხობს, რომ ევროპაში უცხოვრია, 31% - რუსეთში. თურქეთს ასახელებს 20%, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს კი - 15%. 3% ამბობს, რომ აშშ-ში უცხოვრია, 1% - ახლო აღმოსავლეთი, 1% - აზია, 9% - სხვა. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები