NDI-ის კვლევა

NDI: 56%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, შემცირდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 

კერძოდ, მოსახლეობის 56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, მაშინ, როდესაც 2018 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 53% იყო, 2018 წლის მარტში კი - 49%. 

მთავრობის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 36% აფასებს. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, 46% თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. 

26% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 25%-ის აზრით, ქვეყანა სწორად ვითარდება. 4%-მა არ იცის. 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები