NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მეტი - 37% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას

0 კომენტარი
ფოტო: speakerstones

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. 

კითხვაზე, "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?", 37% ამბობს, რომ არცერთი პარტია. 

მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებას" პირველ არჩევანად მოსახლეობის 21% ასახელებს, მეორე არჩევანად - 2%. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პირველ არჩევანად 15% ასახელებს, მეორე არჩევანად - 3%. 

ევროპულ საქართველოს 4% ირჩევს, მეორე არჩევანად კი პარტიას ასევე 4% ასახელებს. 

პატრიოტთა ალიანსს 3-3% უჭერს მხარს, როგორც პირველ, ისე მეორე არჩევანად. 

მოსახლეობის 8% სხვა პოლიტიკურ ძალას ირჩევს, 6% პასუხზე უარს ამბობს, კიდევ 6% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 29%-ს მეორე არჩევანი არ აქვს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს). 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები