NDI-ის კვლევა

NDI: პოლიტიკოსებში ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელი (39%) ბიძინა ივანიშვილს აქვს

ტვ იმედი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად უარყოფითად ბიძინა ივანიშვილს აფასებენ. 

კერძოდ, ივანიშვილს უარყოფითად მოსახლეობის 39% აფასებს, დადებითად - 23%. 35%-ს მის მიმართ არც დადებითი დამოკიდებულება აქვს და არც უარყოფითი, 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი - მის შესახებ არ სმენია. 

რიგით მეორე ადგილზე უარყოფითი შეფასებების მიხედვით პარტია "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, აქვს. მას უარყოფითად მოსახლეობის 35% აფასებს, დადებითად - 9%, ნეიტრალურად - 28%, მის შესახებ კი 17%-ს არ სმენია. 

მას მოყვება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც უარყოფითად მოსახლეობის 33% აფასებს, დადებითად 22%, ნეიტრალურად - 30%. მის შესახებ კი მოსახლეობის 10%-ს არ სმენია. 

მელიას შემდეგ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს, რომელსაც უარყოფითად 32% აფასებს, დადებითად - 31%. კიდევ 32% ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ არც დადებითი დამოკიდებულება აქვს და არც უარყოფითი. 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი - მის შესახებ არ სმენია.

უარყოფითი შეფასებების ერთერთი ლიდერია ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია. მოსახლეობის 33%-ს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 15%-ს დადებითი, 38%-ს ნეიტრალური. 9%-ს მის შესახებ არ სმენია. 








ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს). 

კომენტარები