26 მაისი

შსს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ზუგდიდში გამართავს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ქალაქ ზუგდიდში გამართავს. შსს-ს სლოგანია "ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი".

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები 26 მაისის 11:00 საათიდან დაიწყება:

► ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი

• ერთიანი საქართველოს მეფეები;
• საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921;
• 1991 დამოუკიდებლობის აღდგენა - რეფერენდუმი;
• ემიგრანტები.

► ზვიად გამსახურდიას სტენდი

• დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ საინფორმაციო სტენდი;

► დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია
• დამოუკიდებლობის აქტზე სიმბოლური ხელმოწერების დატოვება;

► საგამოფენო პავილიონი - „ქვეყნის უსაფრთხოება“;

► ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა;

► აუდიო სტენდი - „ერთიანი საქართველო“;

► ველოსიპედების ხეივანი;

► საბავშვო-გასართობი სივრცე
• სტრატეგიული თამაში - „გააერთიანე საქართველო“
• თემატური თამაშები ბავშვებისთვის.
• ხატვის საბავშვო სივრცე;
• ზღაპრის გმირები/ანიმატორები;
• კალიგრაფიის მასტერკლასი;
• კალათბურთის ფარი ;
• საცოცი კედელი;
• საგზაო მოძრაობის მინი ნიშნები და წესები ბავშვებისთვის;

► სამახსოვრო ფოტო:
• ფოტოების გადაღება/ბეჭდვა;
• გიფის გადაღება;
• ფოტოები დიდ ეკრანებზე;
• ფოტოჩარჩო.

► მოსასვენებელი სივრცე

► 17:00 გაერთიანებული საქართველოს ქორეოგრაფიული პერფორმანსი

► 17:10 ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას

► დასკვნითი კონცერტი: ნათია თოდუა, ვაკის პარკი, რეზო და ბავშვები, ნიკოლშოუ.

კომენტარები