Lord of The Rings

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის კონსულტანტი GOT-ის სცენარისტი იქნება

0 კომენტარი
Lord of The Rings

ბეჭდების მბრძანებლის სერიალს კონსულტანტად Game of Thrones-ის ერთ-ერთი სცენარისტი და პროდიუსერი ბრაიან კოგმანი ეყოლება.

ამაზონი უკვე შეუთანხმდა ბრაიანს კოგმანს და ის ოფიციალურად სერიალის კონსულტანტი გახდა.

ბრაიან კოგმანი Game of Thrones-ზე 2011 წლიდან დასასრულამდე მუშაობდა. მისი დაწერილია სერიალის 11 სერია - პირველად მან პირველი სეზონის მეოთხე სერიაზე "Cripples, Bastards, and Broken Things"- ზე იმუშავე, მის მიერ დაწერილი ბოლო სერია კი მერვე სეზონის მეორე სერია "A Knight of the Seven Kingdoms" იყო.

ჯერჯერობით ბეჭდების მბრძანებლის სერიალზე ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი - მარტში ამაზონმა დაადასტურა, რომ სერიალი შუა მიწეთის მეორე ერის პერიოდიდან დაიწყება. ამასთან ერთად, გავრცელებულ ინფორმაციით სერიალში მოთხრობილი იქნება ახალგაზრდა არაგორნის ისტორიებიც, რომელიც შუა მიწეთის მესამე ერაში დაიბადა.

ამაზონს ბეჭდების მბრძანებლის გადაღება მთლიანობაში მილიარდი დოლარი უჯდება, სერიალს 5 სეზონი ექნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები