ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა

რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს წყალტუბოში ფიზიკურად გაუსწორდნენ

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

წყალტუბოში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ახლობლები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ბრალდებულის ახლობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს და გადამღები ჯგუფი ავტომანქანაში ჯდებოდა, რამდენიმე პირი მათ თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჟურნალისტი და ოპერატორი ამ დროისათვის ქუთაისში "ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილები. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჟურნალისტს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, "ბ" ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დადგენილია ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია პოლიციაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები