რუსეთი

პუტინისადმი ნდობა 2006 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია - 31.7%

ვლადიმერ პუტინი
YouTube

რუსეთში სახელმწიფო კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ინფორმაციით, პუტინისადმი ნდობა 2006 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - მას მოსახლეობის 31.7% ენდობა.

აღნიშნული ინფორმაცია კვლევითმა ცენტრმა ვციომი 24 მაისს გამოაქვეყნა.

იანვარში ნდობის მაჩვენებელი 33.4% იყო, ხოლო გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 55.3%.

დაბალი ნდობის მიუხედავად, მოსახლეობის 65.8%-თვის პუტინი კვლავ მისაღებია.

ყირიმის ანექსიის შემდეგ 2015 წლის ივლისში პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 71% იყო,​ ხოლო 2018 წლის მაისში ეკონომიკის გაუარესებასა და საპენსიო ასაკის გაზრდის შემდეგ - 47.4% გახდა.

გამოკითხვა 13-დან 19 მაისის ჩათვლით ჩატარდა.

კომენტარები