მეორე ტური

ლევან იოსელიანი შუალედური არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს მხარს არ დაუჭერს

0 კომენტარი

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი შუალედური არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს. იოსელიანის თქმით, მიუხედავად შალვა შავგულიძის მიმართ უდიდესი პატივისცემისა, მეორე ტურში მხარი არც მას დაუჭერს, რადგან შავგულიძემ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ისეთ გუნდს, რომლის ხედვებიც, იოსელიანის თქმით, მისთვის და მისი ამომრჩევლისთვის მიუღებელია. რაც შეეხება კახაძეს, იოსელიანი ამბობს, რომ მის მხარდაჭერაზე არასდროს უფიქრია. 

„მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვეკითხებიდნენ, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერდით მხარს მეორე ტურში, თუმცა ეს კითხვა თავიდანვე იყო არასწორი. ჩვენ არასდროს განგვიხილავს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა. მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი შალვა შავგულიძისთვის. ვფიქრობ, რომ მოვიქეცით პასუხიმგებლიანად, როცა ვთქვით, რომ ეს უნდა ვკითხოთ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მე მხარი დამიჭირა. მთელი 10 დღის განმავლობაში სხვა არაფერი გამიკეთებია გარდა იმისა, რომ დავდიოდი ჩემს ამომრჩეველთან და ვეკითხებოდი აზრს, რას ფიქრობდნენ ისინი და როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ეს 7% არის ჩემს მიერ გამოხატული ნდობა და მე არ მაქვს უფლება მარტო ჩემი გუნდის წევრებთან ერთად გადავწყვიტო, როგორ უნდა მოვიქცე მეორე ტურის განმავლობაში. ვადასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, მაგრამ ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენთვისაც მიუღებელია მხარი დავუჭიროთ მას არჩევნების მეორე ტურის წინ მარტო ერთი მიზეზით - მან თავისი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია", - თქვა იოსელიანმა.

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურში ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები