რუსეთი

31.7% - ვლადიმერ პუტინის ნდობის მაჩვენებელმა რუსეთში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

euractiv.de

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელმა ქვეყანაში, რომელსაც ის 19 წელია მართავს, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 

ВЦИОМ-ის კვლევით (საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ორგანიზაცია, რომლის 100%-ვე მფლობელი სახელმწიფოა) პუტინის რეიტინგი 31.7%-მდე დაეცა. 

ეს 2006 წლის შემდეგ (როდესაც ორგანიზაციამ კვლევების ჩატარება დაიწყო) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

თუმცა, დაბალი რეიტინგის მიუხედავად, პუტინს მაინც იმაზე მეტი ნდობის მაჩვენებელი აქვს, ვიდრე სხვა რომელიმე რუს პოლიტიკოსს. ВЦИОМ-ის კვლევის მიხედვით, მეორე ადგილს ნდობის მაჩვენებლის მიხედვით, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აქვს (14.8%). მესამე ადგილს კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იკავებს 13%-იანი ნდობის მაჩვენებლით.

ВЦИОМ-ის ცნობით, პუტინმა ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი ამავე წლის იანვარში აჩვენა. მაშინ მას მოსახლეობის 32.2% ენდობოდა. რუსული მედია წერს, რომ პუტინის მიმართ ნდობამ 2018 წლის ივნისიდან იწყო კლება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა საპენსიო ასაკი გაზარდა. ВЦИОМ-ის 2018 წლის 27 მაისის მონაცემებით, პუტინს მოსახლოების 46.9% ენდობოდა. 

 

კომენტარები