მურმანსკის ოლქი

რუსეთში, მურმანსკის ოლქში ხიდი მოიპარეს

RIA.RU

რუსეთში, მურმანსკის ოლქში, მდინარე უმბაზე ხიდი მოიპარეს. 

რუსული გამოცემა Ria-ს ინფორმაციით, შემთხვევა კოაშვას დასახლებასთან მოხდა. ქურდობის შესახებ პოლიციას ახლომდებარე დაბის მცხოვრებლებმა აცნობეს. წინასწარი ინფორმაციით, ხიდი ნაწილებად დაშალეს.

გამოცემა წერს, რომ ამ ადგილას 2007 წლამდე რკინიგზა გადიოდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები