სიღარიბე

საქსტატი: 2018 წელს სიღარიბე შემცირდა

benjielayug.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სიღარიბის განახლებულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. საქსტატის მიხედვით, 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა.

ამავდროულად, სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებელს ქვემოთ მეტი იყო სოფლად (23.1%), ვიდრე ქალაქად (18%).

2017 წლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 21.9% იყო. 2017 წელს სოფლად აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 26.6% ცხოვრობდა, ქალაქად კი 18.6%.

ამასთან, მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მოსახლეობის 20.5% იყო, მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ კი 7.6% პროცენტი.

საქსტატის სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებელს 2015 წლიდან გამოითვლის მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით.

კომენტარები