ანაკლიის პორტი

მდინარაძე: ანაკლიის პროექტს არ შეექმნება საფრთხე

0 კომენტარი
მამუკა მდინარაძე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი იყო "სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე" და ანაკლიის პორტს ამით საფრთხე არ ექმნება.

"საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე და შესაბამისად, არანაირ მშენებლობის ნებართვაზე, ან მითუმეტეს გარემოს დაცვის ნებართვაზე, ან დავუშვათ ქონების მართვის ნებართვაზე, რა შემთხვევაშიც აუცილებლად საქმის კურსში უნდა ყოფილიყო ყველა." - ამბობს დეპუტატი.

მდინარაძე არ პასუხობს შეკითხვებს ფოთისა და ანაკლიის პროექტებში ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების შესახებ და მათ "პოლიტიკურ სპეკულაციებს" უწოდებს:

"ანაკლიის პროექტს არ შეექმნება არანაირი საფრთხე. ეს არის მთავრობის და ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია. პოლიტიკურ სპეკულაციებს ჯობია, სხვადასხვა მხარეებმა, რომლებსაც აქვთ ნაკისრი ვალდებულებები, შეასრულოს ვალდებულება, რომ ეს პროექტი, საბოლოო ჯამში, წარმატებით დასრულდეს."

შეგახსენებთ, რომ რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები