ნიშნიანიძის ხომალდი

ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ, ხომალდი "არგო" მდინარე რიონში გაუშვა

ხათუნა ქაცარავა

საქართველოს მე-8 მოწვევის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ხომალდი სახელად "არგო" მდინარე რიონში გაუშვა. გემით იგი ფოთიდან ვანში, სოფელ ჭყვიშამდე აპირებს გაცურვას.

რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ქმედება ტიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლის თავს ეძღვნება და მის მსგავსად საქართველოს ისტორია უნდა გააცოცხლოს. 

"თანამედროვე არგონავტები, ისტორიის გაცოცხლება," - ამ დევიზით ომარ ნიშნიანიძე სტუდენტებთან ერთად თავისივე აგებული ხომალდით ფოთიდან ვანისკენ გაცურავს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ომარ ნიშნიანიძეს ქუთაისში პორტის მოწყობის იდეა ჰქონდა და ამბობდა, რომ ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება და პორტის მოწყობა არცთუ ისე ძვირი არ უნდა დაჯდეს და ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ცენტრალურმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს. 

კომენტარები