თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 3 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლოჭინის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, ფაღავას, სანაძის, ერმაკოვის, სტურუას, ჭირნახულის და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ისაკაძის, გელოვანის, ონიაშვილის, ლუქსემბურგის, არდაზიანის, კანდელაკის, ბაქრაძის, ოდესის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულუკიძის, პეტეფის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ლუბლიანას, ჭიაურელის, ბოხუას, ტერევენკოს და გოგიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ჭონქაძის, ლერმონტოვის და იაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები