აშშ-დიდი ბრიტანეთი

ტრამპმა დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტი ლონდონის მერის კრიტიკით დაიწყო

New York Times

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დიდ ბრიტანეთში ვიზიტი ლონდონის მერის, სადიქ ხანის, კრიტიკით დაიწყო. 

ჯერ კიდევ თვითმფრინავში მყოფმა ტრამპმა ხანის შესახებ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მას "ლუზერი" უწოდა. 

""სადიქ ხანი, რომელიც ყველა გათვლებით, ლონდონის ძალიან ცუდი მერია, დიდი ბრიტანეთის, სავარაუდოდ, ყველაზე ახლო მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატის პრეზიდენტის ვიზიტის მიმართ სულელურად "საძაგელი" იყო. ის ძალიან ლუზერია, რომელიც ლონდონში არსებულ კრიმინალზე უნდა ფოკუსირდებოდეს და არა - ჩემზე,"- დაწერა ტრამპმა.

Air Force One, რომლითაც ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, აშშ-დან იმგზავრეს, ლონდონის სტანსტენდის აეროპორტში დაეშვა, სადაც მათ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი დახვდა. 

ფრენამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპი ჰანტის მთავარ მოწინააღმდეგე ბორის ჯონსონსა და ბრექსიტის პარტიის ლიდერს, ნაიჯელ ფარჟს, აქებდა. დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე ტრამპმა ბრექსიტზე ისაუბრა და ასევე უარყო, რომ სასექსის ჰერცოგონია მეგან მარკლის "საძაგელი" უწოდა. 

ლონდონში ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით, შესაძლოა, საპროტესტო აქციები გაიმართოს. ტრამპის მოლოდინში მყოფმა ჰანტმა ორჯერ აღნიშნა, რომ ემიჯნება მოსაზრებას, რომ ტრამპის პოლიტიკა "ტოქსიკური და საშიშია". 

BBC Radio 4-მა მას მოსალოდნელ აქციაზე ჰკითხა, რაზეც ჰანტმა უპასუხა, რომ ტრამპის პოლიტიკაზე ყველას თავისი შეხედულება ექნება, რადგან ის ძალიან კონტრავერსულია. 

კომენტარები