შალვა თადუმაძე

მოქმედ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს

მოქმედ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. თადუმაძის გვარი იმ სიაში არის, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა. სიაში 144 ადამიანი არის და მათ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად კონკურში მონაწილეობისთვის გაიარეს რეგისტრაცია. . 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულდა. განცხადებების მიღება ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია იხილეთ აქ.

უზენაეს სასამართლოში სულ 28 წერია, 144 კაციანი სიიდან საბჭომ 10 უვადოდ წარსადგენი კანდიდატი პარლამენტს უნდა წარუდგინოს. 

 

 

კომენტარები