რუსეთი

რუსული სახელმწიფო მედია HBO-ს ახალ სერიალს "ჩერნობილი" აკრიტიკებს

0 კომენტარი
ფოტო: HBO

რუსული სახელმწიფო ტელემედია და გაზეთები აკრიტიკებენ ამერიკული HBO-სა და ბრიტანული Sky Atlantic-ის მიერ რეალურ ისტორიაზე გადაღებულ ახალ სერიალს "ჩერნობილი".

სერიალით უკმაყოფილება რუსული სახელმწიფო ტელევიზიის რასია 24-ის ეთერშიც გამოთქვეს. ჟურნალისტმა სტანისლავ ნატანზოვმა თქვა, რომ ის უკმაყოფილოა სერიალით, რადგან ჩერნობილი უპრეცედენტოდ დიდი ტრაგედია იყო და "სისხლიანი რეჟიმი" აქ არაფერ შუაშია.

"HBO-ს სერიალის კონცეფციაში არ ჯდება ის, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანებზე ზრუნვას ცდილობდნენ. საქმე სისხლიან რეჟიმში კი არა, არამედ იმაში იყო, რომ მსგავსი ავარიები აქამდე არ მომხდარა," - თქვა ნატანზოვმა - "და საერთოდ, ბარემ ყველა ჩაცხრილონ ან იქნებ გულაგში გააგზავნონ? ან უკეთესი - გააგზავნონ გულაგში და იქ ჩაცხრილონ. ნუ, დასავლელი მაყურებლებისთვის ასე ყველაფერი ცხადი გახდება, მათ უბრალოდ დათვი და აკორდეონი აკლით... მხოლოდ ისინი, როგორც იქნა, გვეტყვიან სიმართლეს ამ საზარელ ტრაგედიაზე!"

გაზეთმა კომსომოლსკაია პრავდამ კი დაწერა, რომ სერიალი რუსეთის ბირთვული სახელმწიფოს იმიჯს ჩრდილს აყენებს.

რუსეთის უფროსი თაობისთვის ერთერთმა ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა არგუმენტ ი ფაქტი HBO-ს სერიალი ჩერნობილი შეაფასა, როგორც "კარიკატურა და არა სიმართლე".

რუსულმა მედიამ NTV უკვე დააანონსა, რომ ჩერნობილის თავიანთ ვერსიას გადაიღებდნენ.

HBO-სა და Sky Atlantyc-ის ახალი მინი სერიალი ჩერნობილი ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში ქალქ პრიპიატში 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. მინი სერიალი ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის "ჩერნობილის ხმები" მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზე არის დაფუძნებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები