სააკაშვილი უკრაინაში

ზელენსკი: სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ამაზე არ ვფიქრობ

New York Post

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ დაუბრუნა ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, მან უპასუხა, რომ "რა პირობაც დადო, შეასრულა"

"პოლიტიკური გეგმები არ მაქვს. გეგმა იყო ძალიან მარტივი და ადამიანური. მე ვთქვი: ვფიქრობ, სააკაშვილს უკანონოდ ჩამოართვეს პასპორტი და მეც დავუბრუნე მოქალაქეობა. ეს იყო და ეს",- ამბობს ზელენსკი

კითხვაზე შეხვდა თუ არა ის სააკაშვილს ან ჰქონდათ თუ არა სატელეფონო საუბარი, უკრაინის პრეზიდენტი პასუხობს: "მან ვიდეო ჩაწერა, ნახავდით სოციალურ ქსელებში, სადაც მადლობას მიხდის, ასევე ტელეფონზე და ვოტსაფზე მომწერა. მადლობას რისთვის მიხდის? მე მხოლოდ ჩემ საქმეს ვაკეთებ. ცოტა დაპირება მაქვს და მინდა რაც მაქვს შევასრულო".

ზელენსკიმ ბრიუსელში რუსთავი2-თან საუბარში თქვა რომ სააკშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭებაზე განხილვა არ მიმდინარეობს. 

"ის კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. ახლა არა. ამაზე ახლა არ ვფიქრობთ,"- თქვა ზელენსკიმ.

შეგახენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა. სააკაშვილი კიევში მეორე დღესვე ჩაფრინდა.

კომენტარები