ჯანლუიჯი ბუფონი

"პარი სენ-ჟერმენი" ჯანლუიჯი ბუფონს ოფიციალურად დაემშვიდობა

ფრანგული პარი სენ-ჟერმენი ვეტერან ჯანლუიჯი ბუფონს დაემშვიდობა. ამ ინფორმაციას პარიზული კლუბის "ტვიტერის" ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

"ჯენტლმენი მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. არაჩვეულებრივი პარტნიორი გუნდში. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“ - წერია განცხადებაში.

სად გაატარებს 41 წლის მეკარე მომავალ სეზონს, ჯერჯერობით, უცნობია. ბუფონი პსჟ-ში წელიწადის წინ გადავიდა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები