ჰარვი ვაინშტაინის საქმე

მადონა: ჩემთან მუშაობისას ვაინშტაინმა საზღვრები გადაკვეთა, წარმოუდგენლად მეფლირტავებოდა

NME.com

მადონამ The New York Times-თან ინტერვიუში ცნობილ პროდიუსერზე, ჰარვი ვაინშტაინზე ისაუბრა.

მისი თქმით, 1991 წელს დოკუმენტურს ფილმზე ჰარვი ვაინშტაინთან მუშაობის დროს პროდიუსერმა მასთან საზღვრები გადაკვეთა.

"ჩემთან მუშაობის დროს, ჰარვიმ გადაკვეთა საზღვრები, წარმოუდგენლად მეფლირტავებოდა და პირდაპირი იყო ჩემს მიმართ. ის მაგ დროს დაქორწინებული იყო, მე კი მისით დაინტერესებული არ ვიყავი. ვიცოდი, რომ ამ ბიზნესში მყოფ ბევრ ქალს იგივეს უკეთებდა და ყველანი ვამბობდით, რომ "ჰარვი ამას აკეთებს იმიტომ, რომ დიდი ძალაუფლება აქვს, ძალიან წარმატებულია, მისი ფილმები ძალიან კარგია და ყველას უნდა მასთან მუშაობა", ეს ასე იყო", - თქვა მადონამ.

გასულ წელს, ჰარვი ვაინშტაინი 80-ზე მეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ვაინშტაინი ბრალდებებს უარყოფს.

პროდიუსერი თავდაპირველად საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.

კომენტარები