Facebook

გავრცელებული ცნობით, მალე Facebook-ს საკუთარი კრიპტოვალუტა ექნება

Reuters

The Information-ის ცნობით Facebook-ი ივნისის ბოლოს საკუთარ კრიპროვალუტას წარადგენს, პროექტზე დასაქმებულებს კი საშუალება ექნებათ, გასამრჯელო ახალი კრიპტოვალუტით მიიღონ.

დაახლოებით ერთი წელია, რაც PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი, დევიდ მარკუსი Facebook-ის საქმიანობას უძღვება ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში. სწორედ მას მერე ვრცელდება ცნობები, რომ კომპანია თავად აპირებს ციფრული ვალუტის შექმნას. კრიპტოვალუტით სარგებლობას მომხმარებლები Facebook-ის აპლიკაციების დახმარებით შეძლებენ, იქნება ეს Messenger-ი თუ WhatsApp-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ი ATM აპარატების დამონტაჟებასაც აპირებს, რომელთა გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენა იქნება შესაძლებელი.

ამჟამად, ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კრიპტოვალუტა მათ შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს. ამჟამად, Facebook-ის შემოსავლები თითქმის მთლიანად რეკლამებზეა დამოკიდებული, კომპანია კი ბოლო ხანებში არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი სარეკლამო მიზნებისთვის მომხმარებლის პირადი ინფორმაციის არასათანადოდ დაცვის გამო.

თავად Facebook-ში ამჟამად უარს ამბობენ კომენტარის გაკეთებაზე.

 

კომენტარები