ლარის კურსი

ერთი დოლარი ოფიციალური კურსით 2.7411 ლარი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტის მიმართ გამყარდა.

აშშ დოლარი 0.89 თეთრით გაუფასურდა და 7 ივნისს ოფიციალური კურსით 2.7411 ეღირება. ევროსთან მიმართებით ლარი 1.96 თეთრით გამყარდა და 3.0794 ეღირება.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც. კურსი, შესაბამისად, 0.4752 და 3.4785 იქნება.

ამგვარად, 6 ივნისის ვაჭრობის შედეგად დოლარის ოფიციალური კურსი 2.74 ლარს შეადგენს, ევროსი კი 3.08 ლარს.

ლარის გამყარებას ეროვნული ბანკის მხრიდან მორიგი, 2019 წელს უკვე მეათე სავალუტო ინტერვენცია მოყვება. 6 ივნისის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ჯამში, წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 135 მილიონი აშშ დოლარით შეივსო რეზერვები. გასულ წელს იგივე მაჩვენებელმა 180 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები