მკვლელობა

კასპში, საკუთარ სახლის ეზოში, შუა ხნის მამაკაცი მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს

Getty Images

კასპის სოფელ ხიდისყურში, საკუთარ სახლის ეზოში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს დამნაშავე იდენტიფიცირებულიადა მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები