ვარსკვლავური წყვილები

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ

MSN.com

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. უკვე დადასტურებულ ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი People ავრცელებს. 

44 წლის მსახიობმა და 33 წლის მოდელმა თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურად დაასრულეს და ახლა თავიანთი ერთადერთი შვილის, ლეას, მეურვეობის გადანაწილების საკითხზე მუშაობენ. ლეა 2017 წლის მარტში დაიბადა. 

წყვილმა ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა დეტალების გასაჯაროვებას ხშირად არიდებდნენ თავს. 2019 წლის თებერვალში შეიკმა Glamour UK-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ამ გადაწყვეტილებაზე. 

"მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც თავიანთ პირად ცხოვრების ბევრ დეტალზე Instagram-სა და სოციალურ მედიაში საუბრობენ. მე ეს ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს პირადი გადაწყვეტილების ამბავია. რადგან ჩემი სამსახური ჩემგან საჯაროობას მოითხოვს, უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მშვიდი ყოფილიყო. ამიტომაც ჰქვია მას პირადი იმიტომ, რომ ეს არის რაღაც, რაც შენ და შენს ოჯახს ეხება,"- თქვა შეიკმა. 

იმავე თვეში კუპერმა მამობაზე ისაუბრა, ოპრა უინფრის უთხრა, რომ ოჯახის შექმნამ "ყველაფერი შეცვალა".

"ჩვენი შვილი საოცარია. და მასში ძალიან ხშირად ვხედავ მამაჩენს. არ მჯერა, რომ ამის აღიარებას ვაპირებ, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც მე მასთან ერთად ვიყავი მის ოთხაში და რამდენჯერმე ასე მივმართე - "მა?". არის მომენტები, როდესაც ის ძალიან ჰგავს მამაჩემს. მე ძალიან ბევრ ფილმს ვუყურებ,- თქვა კუპერმა. 

კუპერის მამა ჩარლზი 2011 წელს სიმსივნესთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები