მეორე ტური მთაწმინდაზე

ბოკერია: ოქროყანაში მმართველი გუნდი დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობს

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოქროყანის საარჩევნო უბანზე უზნეო და უკანონო მეთოდებით მუშაობდნენ.  

ბოკერია ამბობს, რომ აქ მმართველი გუნდი "დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობს". 

მან კომენტარი ოქროყანის საარჩევნო უბანთან დღეს დილით მომხდარ მცირე ინციდენტზე გააკეთა, როდესაც მან და ლევან თოფურიძემ დავით ციხელაშვილის საქმეზე იკამათეს. 

"ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა პირველი ტურის დროსაც და მეორე ტურის დროს, დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. წინა არჩევნებისთვისაც და მერეც გადააგდეს ხალხი, მაგრამ დაჭერილი ხალხისთვის და მისი გარემოცვისთვის ყოველთვის ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა და გავუშვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვხმაურა აქ და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ აქ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ამომრჩევლებს მიეცეთ თავიანთი ნების მშვიდად გამოხატვის საშუალება. 

აქამდე რაც მოხდა, ეს არის უკვე არანორმალური არჩევნები აქ, ოქროყანაში. დღევანდელი დღე მაინც უნდა იყოს მშვიდი და სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე 3 არჩევნებია, ქართული ოცნება ოქროყანაში ადგილობრივის, დავით ციხელაშვილის საქმით მანიპულირებს. 

კერძოდ, პარტიის ცნობით, ოქროყანაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამი წლის წინ დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს მის გათავისუფლებას ჰპირდებიან ლადო კახაძისთვის ხმების მობილიზების სანაცვლოდ. ბოკერიას თქმით, ოქროყანაში მმართველი გუნდისთვის ხმების მობილიზებას სწორედ ლევან თოფურიძე, მეტსახელად კალაბოკა ცდილობს. 

9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია. 

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები