არჩევნები 2019

ხოშტარია: მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით, პლანშეტით

ტაბულა

"მივაღწიეთ შეთანხმებას და ინსტრუქციას გასცემს ცესკო, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და მერე პლანშეტით, თუ იქნება ეჭვი" - ამბობს ეკენე ხოშტარია.

საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" ლიდერები ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, შეხვდნენ. 

როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, მათ ჟვანიასგან მიიღეს პირობა, რომ ხმის მიცემამდე ყველა ამომრჩეველს გადაამოწმებენ.

"გაუგებარია საერთოდ, რატომ დასჭირდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა იმ ელემენტარულ რამეს, რომ ყველა ადამიანი იყოს გადამოწმებული, არის თუ არა სიაში ამ უბანზე. გაუგებარია აქ ბარიერები რატომ შეგვიქმნეს.

ჩემი აზრით, უსაგნო კამათის შემდეგ, რომელიც კანონით უკვე რეგულირდება, მივაღწიეთ შეთანხმებას და ინსტრუქციას გასცემს ცესკო, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და მერე პლანშეტით, თუ იქნება ეჭვი. წარმოუდგენელია, რომ ამას სჭირდებოდეს ნახევარი დღე და ცესკოს-თან მოსვლა და კიდევ რაღაც ბარიერების გადალახვა. ეს არის კანონი და ყველა უნდა შეეჩვიოს ყველა მთავრობის პირობებში, რომ ცესკო ასრულებს კანონს და არა რაღაც პარტიულ ინსტრუქციებს", - თქვა ელენე ხოშტარია

კომენტარები