მეორე ტური მთაწმინდაზე

"ოცნების" აქტივისტებმა #18 უბანზე დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ მე-18 უბანზე, რომელიც კოსტავას 5 ნომერში მდებარეობს, კაცმა შეაგინა.

"მერე, ტელეფონი მიჯდებოდა და შევედი კაფეში, სადაც დაახლოებით 10-მდე ადამიანი ისხდა. ვნახეთ, რომ თან ჰქონდათ სიები და ამისთვის ფოტოს გადაღება ვცადეთ და ვკითხეთ, რაში სჭირდებოდა ეს სია. ყველა გამოტრიალდა, რატომ გვიღებთო, აქ რატომ დგახარო.

ვუთხარი, რომ მე მათ პირად სივრცეს არ ვარღვევდი. ამასობაში წამოხტა ერთი ქალი, რას მეკაჩავებიო, შნირები ხართო. ჩემს მეგობარს, ასევე დამკვირვებელს ვუთხარი, რომ გადაეღო და მაშინ სცადა, მისთვის ტელეფონი წაერთმია".

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დამკვირვებლები ყვებიან, რომ მათ ჯერ კაცმა შეაგინათ, შემდეგ ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.

კომენტარები