ირაკლი კობახიძე

კობახიძე ოქრუაშვილის პარტიაზე: ყოველდღე ახალი პარტია იქმნება

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში 450 პარტიაა, არჩევნებამდე მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება, მაგრამ ამ ახალ 50 პარტიას ჯამში ხმების 1%-ის მიღებაც გაუჭირდება. 

კობახიძემ ასეთი კომენტარი ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტიის შესახებ გააკეთა. 

„ყოველდღე ახალი პარტია იქმნება. 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში. მომავალ არჩევნებამდე ალბათ, მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება. ამ ახალ 50 პარტიას, ჯამში, ალბათ, შეეძლება დაახლოებით, 1%-ის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია.საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ამას ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები",- თქვა კობახუძემ

ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. პრეზენტაცია 11 ივნისს, 15:00 საათზე შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება. ვინ იქნებიან ოქრუაშვილის თანაგუნდელები, ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები