ივან გოლუნოვი

ჟურნალისტი ივან გოლუნოვი თავისუფალია

0 კომენტარი
ივან გოლუნოვი ფოტო: Meduza

ჟურალისტი ივან გოლუნოვი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას "მედუზა" ავრცელებს. მის გათავისუფლებას შეძახილებით შეხვდნენ. პოლიციის თქმით გოლუნოვს ელექტრონული სამაჯური მოხსნეს.

პოლიციელებს, რომლებმაც გოლუნოვი დააკავეს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო დღეს, 11 ივნისს შეწყდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება მხოლოდ 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტის თქმით, გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო.

"მედუზას" ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები