მაშველები

წელს პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებს შორის ქალებიც იქნებიან

შსს

2019 წლის საზღვაო სეზონზე მაშველებს შორის ქალებიც იქნებიან. წელს ასეთი პირველი შემთხვევაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან. 

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე 160-მდე მაშველი მუშაობს. მათი რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. მაშველებს შორის 20-მდე ქალი იქნება.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.

კომენტარები