ლგბტ პრაიდი

შსს: კონტრაქციის კიდევ 1 მონაწილე დავაკავეთ, ის Tbilisi Pride-ს აქტივისტებს კვერცხებს ესროდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. შსს-ს ცნობით, დაკავებული შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა თბილისი პრაიდის აქტივისტებს და კვერცხებს ესროდა.  

"სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. 

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები" - აცხადებს შსს.

მთავრობის კანცელარიის კიბეებთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერთა აქცია გრძელდება. ისინი კონტრაქციის მონაწილეებისგან კვლავ პოლიციის კორდონით არიან გამოყოფილები. ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია კანცელარიის შენობასთან მიმდინარეობს.

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, რამდენიმე მათგანი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარის თქმით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ მთავრობის კანცელარიის ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გასვლას.

"ალყაში ვართ ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ. ველოდებით ხელისუფლების განცხადებებს. დაიგმოს ძალადობა და აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფაზე. არ ვაპირებთ აქედან მორიგ ჯერზე ყვითელი ავტობუსებით გასვლას! პოლიციას შეუძლია უზრუნველყოს ფაშისტური ჯგუფების გაყვანა ამ მეთოდით! #პრაიდიიქნება" - წერს თაბაგარი Facebook-ზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები