თბილისი პრაიდი

მთავრობის ადმინისტრაციასთან 28 დაკავებულიდან ოთხს 500-1000 ლარამდე ჯარიმა დააკისრეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 14 მაისს Tbilisi Pride-ის კონტრაქციაში მონაწილე 28 დაკავებული პირიდან 21 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო 4-ს ჯარიმა შეეფარდა.

დანარჩენი სამი პირის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან აგრესიული ჰომოფობიური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება.

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, ისმოდა მუქარის შეძახილები, თავს დაესხნენ რამდენიმე ჟურნალისტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები