Eurasian creative guild

ECG-ის ფესტივალზე მოკლემიტრაჟიან ფილმში საუკეთესო კაცი მსახიობის პრიზი ზურა პირველმა მიიღო

Eurasian Creative Guild (London) კინოფესტივალზე მოკლემიტრაჟიან ფილმში კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ქართველმა მსახიობმა ზურა პირველმა მიიღო. კინოფესტივალი ლონდონში, 6-10 ივნისს ჩატარდა. ქართველმა მსახიობმა პრიზი ფრანგულ-ქართული პროექტისთვის Behind The Doors (კარს მიღმა) მიიღო.

ფილმის მთავარი გმირი, მხატვარი ფრედერიკი, პატიმარია გაურკვეველი ეპოქის გაურკვეველ ქვეყანაში. მის გვერდით საკანში დამწყვდეულია მუნჯი მუსიკოსი (უხილავი პერსონაჟი). ფრედერიკი დაბრკოლებების მიუხედავად საკნის კედელზე ხატავს თავის მოგონებებს... მიზანს და ოცნებას თავისუფლებაზე. ფილმის რეჟისორია ნიკა ქურდაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.

მხატვარი ფრედერიკი ციხის საკანში

ფილმის გადაღებები 2017 წლის ზაფხულში, პარიზსა და სან კადოში მიმდინარეობდა.

გადაღებები სან კადოზე

Eurasian Creative Guild-ის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი კაცის პრიზიორი, ქართველი მსახობი ზურა პირველი 14 წელზე მეტია, პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს. 2017-2018 წელს, ის საფრანგეთში მიწვევით თამაშობდა სპექტაკლებში. 

ევრაზიის შემოქმედებითი გილდია აქამდე ლონდონში ფოტო და ლიტერატურულ კონკურსებს ატარებდა. კინოფესტივალი წელს პირველად გაიმართა. 

კომენტარები