ლგბტ კვირეული

"არა მამათმავლობის პროპაგანდას! არა ლგბტ პრაიდს!" - ზუგდიდში ჰომოფობიური პლაკატები გააკრეს

რადიო ათინათი

"არა მამათმავლობის პროპაგანდას, არა სოდომისტებს!არა ლგბტ პრაიდს საქართველოში! "- ამ შინაარსის პლაკატები ზუგდიდის ბულვარში გააკრეს. 

რადიო ათინათის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორმა ხატია ჯანაშიამ თქვა, რომ პლაკატებით მან სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში, ვერის ბაღში გამართულ აქციას.

აქციაზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. ამაზე ჯანაშიამ თქვა, რომ შეკრება ექსპრომტად იყო დაანონსებული, მომავალში კი დარწმუნებულია, რომ ქუჩაში ბევრად მეტი ადამიანი გამოვა.  

მისივე თქმით, მათ მხოლოდ პლაკატების გაკვრა და საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდათ. 

16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს. 

კომენტარები