საშუალო ხელფასი

საქსტატი: საშუალო თვიური ხელფასი 1092.7 ლარია

0 კომენტარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს 2019 წლის პირველი კვარტლის ხელფასების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ამა წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში საშუალო ხელფასი 1092.7 ლარი იყო.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 33.5 ლარით გაიზარდა, წინა კვარტალში კი, საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასი 1202 ლარი იყო.

სტატისტიკის ერონვულ სამსახურში ამბობენ, რომ ხელფასები თითქმის ყველა სფეროშია გაზრდილი, განსაკუთრებით მაღალი საშუალო ხელფასი კი შემდეგ სექტორებში იყო:

  1. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1894.3 ლარი (წლიური ზრდა - 17.8%)
  2. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1799.0 ლარი (წლიური ზრდა - 3.2%)
  3. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1751.8 ლარი (წლიური ზრდა - 3.9%)

ბიზნესის სექტორში საშალო ხელფასი 1151.9 ლარი იყო, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 45.4%-ით მეტია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები