მთავრობა და საპატრიარქო

მთავრობა სასულიერო აკადემიას და სემინარიას 170 000 ლარს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობა სასულიერო აკადემიას და სემინარიას 170 000 ლარს გამოუყოფს

მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის განკარგულებაში ნათქვამია: 

"საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ი)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (170 000 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”.


ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად აფინანსებს. 2019 წელს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა 25 მილიონი ლარია. 

ამასთან, საპატრიარქოს ხშირად გადაეცემა მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება უსასყიდლოდ. 

EMC-ის კვლევის მიხედვით, 2016-2018 წლებში საპატრიარქოს სახელმწიფომ 801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა. 

კომენტარები