ეგვიპტე

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

thenationonlineng.net

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი, რომელიც 2013 წელს მასობრივი აქციების შემდეგ ჩამოაგდეს, სასამართლოში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტური სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომის შემდეგ, სადაც მას ჯაშუშობაში წარუდგინეს ბრალი, გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

მუჰამედ მურსი 67 წლის იყო.

ცნობისთვის, მუჰამედ მურსი ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი იყო, თუმცა თანამდებობაზე ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, მასობრივი პროტესტების შედეგად ჩამოაგდეს.

კომენტარები