შინაური ცხოველები

აშშ-ში, ქალმა თავისი 11 წლის ძაღლი ტბაში ჩააგდო და მის დახრჩობას უყურა

0 კომენტარი
ფოტო: Cnn.com

აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემფშირში, ქალმა თავისი 11 წლის ოქროსფერი რეტრივერის ჯიშის ძაღლი ტბაში გადააგდო და მის დახრჩობას უყურა.

ნენსი ბუჩიარელი პოლიციამ პარასკევს დააკავა. მას ბრალად ედება, თავისი ძაღლის ვასერმანის პარკში წაყვანა, ცხოველის ტბაში ძალით ჩაგდება და დახრჩობა.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, 66 წლის ქალს არაფერი გაუკეთებია იმისთვის რომ ძაღლი დახრჩობას გადაერჩინა. მათივე თქმით, ძაღლი წლოვანების გამო უკვე დასუსტებული იყო, რის გამოც წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა, ძაღლის გადარჩენა ვერ მოასწრეს ვერც პარკში მყოფმა სხვა ადამიანებმა.

ნენსი ბუჩიარელი ცხოველისთვის სასტიკას მოპყრობის ბრალდებით სასამართლოში 27 ივნისს წარსდგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები