სიძულვილის ჯგუფები

ვასაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი ფიზიკური განადგურების მცდელობა

0 კომენტარი

"მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი ფიზიკური განადგურების მცდელობა," - ამის შესახებ დღეს ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ისაუბრა. მისივე თქმით, ეს იგეგმება იმისთვის, რომ შემდეგ ხელისუფლებას დაბრალდეს. ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ აგრძელებს "მშვიდობიან თვითორგანიზებას."

"ეს ინფორმაცია გვაქვს უშიშროების მხრიდან, იმედია ეს არ გაკეთდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მერე მთავრობას ბიძინას და აირიოს ქვეყანა. გუშინდელიდან ჩვენ გადავედით, რამდენადაც შეგვიძლია, მშვიდ რეჟიმში, მაგრამ ლელო ჯერ ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ჩვენ ბოლომდე ვერ ვენდობით მზაობაში ვართ, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით ეს ყველაფერი მიმართული იყო სახელმწიფო დესტაბილიზაციისკენ და ლოგიკურია ეს სვლა. მე ნამდვილად არ მინდა რომ თავი გავიბითურო და ტყუილად ვილაპარაკო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის ღმერთმა დამიფაროს, მე არ მჯერა რომ ეგეთი რამე შესაძლებელია, მაგრამ რამე მსგავსი თუ მოხდა, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. თუ ეს გაკეთდა, იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას მოგმართავთ, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რაღაცა მსგავსი მცდელობა თუ იქნა, იცოდეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი, ეს არის იმ ძალების ბრალის ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია," - თქვა ვასაძემ. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები