მიშელ პლატინის გათავისუფლება

პოლიციამ უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი გაათავისუფლა

0 კომენტარი

პოლიციამ UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტის - მიშელ პლატინის დაკითხვა დაასრულა. France 24-ის ცნობით, ფრანგი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

გამოძიება ეჭვობს, რომ პლატინი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა და მისი დამსახურებაა ის, რომ ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

"გამოკითხვა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა შეკითხვების რაოდენობა, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. კითხვები ძირითადად ევრო 2016-სა და რუსეთი-ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატებს შეეხებოდა.

ყველა კითხვას მშვიდად ვუპასუხე, რადგან ვთვლი, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია. იმედია, გამოძიება მალე დასრულდება", - თქვა პლატინიმ.

მიშელ პლატინი UEFA-ს 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები