ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 23 ივნისამდე, საქართველოში ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "20-22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება". მათი ცნობით, იწვიმებს ელჭექით (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში), ზოგან ძლიერად, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მომატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები