ძალადობა

საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება - რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდას სცემეს

0 კომენტარი
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც თვითმხილველებმა საზმაუს უთხრეს, რამდენიმე მამაკაცი ახალგაზრდებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

"საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება" - თვითმხილველების თქმით, სწორედ ამ სიტყვებით მიმართავდნენ კაცები ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ, საზმაუს ინფორმაციით, მუსიკოსები იყვნენ. მოგვიანებით კი, მათ მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები