ლგბტ კვირეული

შსს: ფალავანდიშვილი წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დავაკავეთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს.

"უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა",- აცხადებენ შსს-ში. 

უწყების ცნობით, ფალავანდიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები