აცრები

მორის ჰილემანი, მიკრობიოლოგი, რომელმაც 40-ზე მეტი აცრა შექმნა

0 კომენტარი

მორის ჰილემანი ამერიკელი მიკრობიოლოგია, რომელმაც განავითარა 40-ზე მეტი აცრა. ამჟამინდელი აცრების კალენდრის 14 ვაქცინიდან ჰილემანმა რვა შექმნა. მან გადაარჩინა უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ვიდრე მეოცე სუაკუნის ნებისმიერმა სხვა მეცნიერმა. 

ჰილემანი 1919 წლის 30 აგვისტოს მონტანაში დაიბადა. დედამისი მისი დაბადებიდან ორ დღეში გარდაიცვალა. დედის სიკვდილის შემდეგ ჰილემანის მამას აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც მარტო უნდა გაეზარდა რვა ბავშვი. მას დახმარება შესთავაზა უშვილო დეიდამ და ბიძამ, რომ გაეზარდათ მორისი ახლოს მყოფ ქათმების ფერმაში. ჰილემანი მისი წარმატების დიდ ნაწილს ფერმაში გატარებულ დროას მიაწერდა, რადგან 1930-იანი წლებიდან ქათმის კვერცხები ვაქცინებისთვის განკუთვნილი ვირუსების გასაზრდელად გამოიყენებოდა.  

დაფინანსების ნაკლებობის გამო, ჰილემანმი თითქმის ვერ მოხვდა კოლეჯში. საბედნიეროდ, მისმა უფროსმა ძმამ ასესხა მას ფული სწავლის გადასახადის დასაფარად. ჰილემანმა მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს დაამთავრა და მოიპოვა სტიპენდია ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის შესასწავლად. 1944 წელს მან დოქტორის ხარისხი მიიღო. 

ხარისხის მიღების შემდეგ ჰილემანი შეუერთდა ნიო ჯერსიში დაფუძნებულ ვირუსების შემსწავლელ ლაბორატორიას E R Squib & Sons-ს. ლაბორატორიაში მუშაობის დაწყებიდან მალევე ჰილემანმა წარმატებით შექმნა იაპონური B ენცეფალიტის ვაქცინა. ეს ინფექცია, რომელიც ენდემურია აზიაში, გავრცელდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ამერიკელ ჯარისკაცებში

1948 წელს ჰილემანი მერილენდში არმიის სამედიცინო ცენტრის სასუნთქი სისტემის დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. 1957 წელს მან შენიშნა მოახლოებული გრიპის პანდემიის ნიშნები, რომელიც ჰონგ კონგში ვრცელდებოდა. ჰილემანმა კოლეგებთან ერთად ზედამხედველობდა 40 მილიონი ვაქცინის წარმოებას, რომელიც მყისიერად გადანაწილდა აშშ-ში. 

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსისგან მოკვდა 69 000 ამერიკელი, რომ არა ჰილემანის მცდელობები, პანდემია მილიონებს დახოცავდა. მისი შრომის საპატივსაცემოდ ამერიკის სამხედრო ძალებმა მას გამორჩეული სამსახურის მედალი გადასცეს.

1963 წელს, კომპანია Merck & Co-ზე მუშაობისას (ერთ-ერთი ყველაე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია), ჰილემანის შვილი, ჯერილ ლინი ყბაყურით დაავადდა. ჰილემანი წავიდა თავის ლაბორატორიაში, რათა აეღო საჭირო აღჭურვილობა, რომ მას შესაძლებოდა მისი შვილის ინფექციის მასალის კულტივირება.

1967 წელს, ჯერილ ლინის ყელიდან აღებული ნიმუში გახდა ახალდამტკიცებული ყბაყურის ვაქცინის საფუძველი. მას "ჯერილ ლინის შტამი" უწოდეს. ჰილემანმა შემდეგ გააერთიანა ყბაყურის აცრა წითელას და წითურას აცრებთან,(რომლებიც ასევე თავად შექმნა) და მიიღო კომბინირებული მმრ ვაქცინა სამივე ინფექციის საწინააღმდეგოდ.

ზემოთ აღნიშნული ვაქცინების გარდა, ჰილემანმა ასევე განავითარა A ჰეპატიტის, B ჰეპატიტის, შუთყვავილას, მენინგიტის, პნევმონიის, B ტიპის ჰემოფილური ჩხირის აცრები. მან ასევე როლი ითამაშა გაციების გამომწვევი ადენოვირუსების, ჰეპატიტის ვირუსების და კიბოს გამომწვევი SV40 ვირუსის აღმოჩენაში. 

1984 წელს ჰილემანი გადადგა Merck & Co-ს კვლევითი ლაბორატორიების ვიცე პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, პენსიაზე გასვლის შემდეგ ის უკმაყოფილო იყო  რამდნეიმე თვეში განაგრძო მუშაობა, როგორც კომპანიის ახალშექმნილი ვაქცინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა. ჰილემანმა განაგრძო მუშაობა ინსტიტუტსი 2005 წლამდე, ვიდრე 85 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა. 

თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ჰილემანმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის მეცნიერების ეროვნული მედალი (აშშ-ს ყველაზე საპატიო სამეცნიერო ტიტული).

ჰილემანი ისტორიის ყველაზე წარმატებული ვაქცინოლოგია. მისმა შრომამ გადაარჩინა უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე 20 საუკუნის ნებისმიერი სხვა მეცნიერის. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები