სირცხვილია - აქცია პარლამენტთან

უგულავა: გაზი მაშინ გაუშვეს, როცა მოლაპარაკებებზე უნდა შევსულიყავით

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი უგულავა ყვება, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შეთავაზება მიიღო, რომ ოპოზიციური ლიდერები მასა და პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვედროდნენ. 

უგულავა ყვება, რომ შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მოულოდნელად შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიების სროლითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით აქციის ჩაშლა სცადეს. 

"მელკი", "ჟულიკი" და აფერისტი რომ ჰყავთ გახარია. გახარიამ თვითონ შემოგვითვალა, რომ მოდით, დავილაპარაკოთო, რათა სიტუაციის დეესკალირება მომხდარიყო. უნდა შევხვედროდით პრემიერმინისტრსა და გახარიას ჩვენი მოთხოვნებით, რაც აქ ხალხს გადავეცით, ის უნდა გვეთქვა და მათგან მოგვესმინა, როგორ, რანაირად აპირებენ ამ ყველაფრის შესრულებას. 

ჩვენ შეხვედრაზე უარი არ გვითქვამს. გაზი გაუშვეს და როგორ შედგებოდა ეს შეხვედრა?" - ყვება უგულავა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კომენტარები