აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან მიმდინარე აქციას ამჯერად წყლის ჭავლით შლიან

ტაბულა

პარლამენტთან მიმდინარე აქციას ამჯერად წყლის ჭავლით შლიან. აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლთან ერთად, იყენებენ რეზინის ტყვიებს. კიდევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი.

პარლამენტთან აქცია, რომელიც რუსი დეპუტატების საქართველოში სტუმრობას აპროტესტებდა, რამდენიმე საათში დაპირისპირებაში გადაიზარდა. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან შედიოდნენ მოსალაპარაკებლად, როცა სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობოდა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც, არიან დაშავებულები, როგორც ცრემლსადენი გაზით, ისე რეზინის ტყვიებით, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

კომენტარები