საქართველო-რუსეთი

+20% რუს მომხმარებელს - რესტორანის "ეზო" პასუხი რუსეთს

EZO/Facebook

რესტორანი "ეზო" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და დუმის დეპუტატის გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ ბოიკოტის მუქარას გამოეხმაურა შემდეგი განცხადებით:

"ასეთი შეფასებებია მოხსენიებული რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან გამართული ოპერატიული თათბირის მთავარ აქცენტებს ასახავს.

'საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის - ტურისტები, ჩასვლის მსურველები ან საქართველოში მყოფნი, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ', - წერია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

'დაე, ელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ ბორჯომი ევროპულ ბაზარზე', - ქართველებს ბოიკოტით ემუქრება რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიაევი.

ჩვენი პასუხი".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის და ტურიზმისა კომიტეტის უფროსი მიხაილ დეგტიარევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს კურორტებსა და პროდუქტებს ბოიკოტს უცხადებს. 

 

კომენტარები