ანტისაოკუპაციო აქცია

გიორგი ნონიაშვილი: თბილისის მერიამ ღამე მოიპარა ტექნიკა და სცენა

გიორგი ნონიაშვილი

21-22 ივნისს, პარლამენტის წინ ჩატარებული ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ დატოვებული აპარატურა და სცენა ღამე მოიპარა.

ორგანიზატორების მოთხოვნაა, რომ თბილისის მერიამ ადგილზე დააბრუნოს სცენა და აპარატურა.

"ღამე მერიამ მოიპარა ტექნიკა და სცენა. მერიამ პირველ ეტაპზე პასუხი გაგვცა რომ შეეშალა დასუფთავების სამსახურს და დააბრუნებდნენ. შემდეგ კი თქვა, რომ ყველაფერი დასაწყობებული და თუ გვჭირდება, ჩვენ დავაბრუნოთ უკან. ჩვენი მოთხოვნაა რომ სასწრაფოდ კეთილი ინებონ და დააბრუნონ უკან რაც მოიპარეს", - უთხრა გიორგი ნონიაშვილმა ტაბულას.

20 ივნისს, რუსი დეპუტატების სტუმრობის გამო, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გამიართა, რომელიც რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, 21 და 22 ივნისს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და 20 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლების მოთხოვნებით.

კომენტარები